Thursday, December 15, 2011

მოდის ბოლო კივილი–მე ვერ ვიტან ახალ წელს!!

          დღეს ჩემი მეგობრის პოსტს წავაწყდი იმის შესახებ, თუ როგორ არ უყვარს ახალი წელი. მოსალოცად გაგზავნილი შეტყობინებები ბანალურია, ხვდები რომ მთლიან სიაში მოხვდი ,ანუ იგივე ტექსტი (და სავარაუდოდ ფიფქებით აწყობილი ნაძვის ხე) კიდევ ას კაცს მიუვიდა და ა.შ...
         ჰომ, თავიდან მეც არ მიყვარდა ახალი წელი. თავიდან რა, 8–10 წლიდან დაახლოებით. ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვიყავი, რამოდენიმეჯერ ლოგინშიც კი შევხვდი და სულ ვერ ვხვდებოდი რა უხაროდათ გარშემომყოფებს. რატომ ისროდნენ ფეიერვერკებს, ანთებდნენ შუშხუნებს და ა.შ. ცოტა რომ წამოვიზარდე მერე მივხვდი რომ სულაც არაა ტრაგედია არ გიხაროდეს (მეტსაც ვიტყოდი–გწყინდეს)ის, რაც ყველას უხარია. კიდევ ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი რომ ტრაგედია კი არა, საამაყოც კია რომ არ გიხარია ის, რაც ყველას უხარია– ანუ განსხვავებული ხარ. ზრდასრულობისას კი (თუ შეიძლება მე ზრდასრული მეწოდოს) მივხვდი, რომ აშკარად რაღაც ბავშვობის დროინდელი ტრამვა მაქვს, რომელიც ამ დღესასწაულს უკავშირდება. ახლა სულ ვფიქრობ, ისეთი რა მოხდა  ერთერთ ახალ წელს, რომ მე ასე უსაიამოვნოდ მაჟრიალებს საახალწლო მუსიკის მოსმენისას, ან ნაძვის ხეების დანახვისას.
       თუმცა ერთი–ორი წელია , რაც უკვე ვხვდები, რომ ახალი წელი სულაც არ მეზიზღება იმდენად. არ ვიცი ამის მიზეზი რა უნდა იყოს– უფრო გავიზარდე, ბავშვობის ტრამვა გაუხსენებლად დავძლიე თუ ყელში ამომივიდა რომ ახლა ახალი წლის შეძულება მოდაში შემოდის. ბოლოსდაბოლოს , ეს ხომ ჩემი freak-ული პრივილეგია იყო, რითაც თავის დროზე ძალიან ვაკვირვებდი ან ვაშინებდი ხალხს:
       "როგორ, ახალი წელი არ გიხარია??" – გაოცებული სახეები, შეშფოთება, შეცოდება, შიში, პირჯვრის გადასახვა და ა.შ... მაგრამ ეს ადრე იყო, სადღაა ის ტკბილი დრო. ჯერ ეს გრინჩი მოიგონეს, მერე მიმდევრები გამოუჩნდნენ და ახლა ყველა ტიპი ვისაც გამორჩეულობაზე , "რთულობაზე", "რაღაცნაირობაზე" აქვს პრეტენზია, დემონსტრირებას უხდენს თავის სიძულვილს ახალი წლის მიმართ.
        ხოდა მე წელს ვიყიდი ბევრ ფერად ნათურას, მოვრთავ ნაძვის ხეს, ჩავიცვამ ლამაზ კაბას და მაგრად გავერთობი, თუმცა ვერ შეგპირდებით რომ Jingle Bells-ის მოსმენაზე უსიამოვნოდ არ დამაჟრიალებს.
         P.s.- რჩევა მათთვის, ვინც ჭეშმარიტად "რაღაცნაირია" და ახალი წელი ცუდ ხასიათზე აყენებს: წადით სადმე ხალხმრავალ ადგილას და იყავით რაც შეიძლება ნაკლებად ფხიზელი– მე მშველის :დ
        ხო, კიდევ ერთი, დამცავი P.s-  ხომ იცით რომ სულაც არ მიგულისხმია ყველა, ვინც ახალ წელს ვერ იტანს?
     

7 коммент.:

  1. კომენტარის წერა დავიწყე და ეშხში შევედი :D

    წავალ, მეც პოსტს დავწერ და დაგილინკავ :D

    ReplyDelete
  2. და რეალურად მეც კომენტარს ვწერდი ზემოთხსენებულ პოსტზე და მეც ეშხში შევედი და ეს დავწერე :D:D:D:D:D

    ReplyDelete
  3. არიქა :დ მე მიყვარს ახალი წელი <3 :დ

    ReplyDelete
  4. აჰა, პასუხის პასუხი თუ კომენტარის კომენტარი :D
    http://katiee.ge/ver-vitant-axal-cels/

    ReplyDelete
  5. ara bu exla vabshe axali pontia "just" unda gekidos axali weli... exla modashia nihilizmi da eg vabshe teslobaaa :D karchkha

    ReplyDelete
  6. ra saintereso adamiani yofilxar. facebookze myavxar megorbebshi magram arc gicnobdi wesierad suratidan sul sxva shtabechdileba damrcha.arada namdvilad gaocebuli davrchi

    ReplyDelete
  7. me rom ver vitan axal wels eg erti ubedureba da exla imazec vifiqro sxvebi rom ver itanen moda hgoniat tu martla ver itanen? :\ pashli vse axal weltan ertad :D P.s mec mivxvdi mxolod welsga rom davlev da gamixardeba axali weli :d

    ReplyDelete